შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ი. დააკავეს.
შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას 2003 წელს დაბადებულ ა.დ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ცნობით, დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.