ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი საქართველოში ტროტუარზე დგომის გამო ხალხის გასამართლებას დემოკრატიასთან შეუთავსებელს უწოდებს.
„ევროსკოპის“ კითხვის პასუხად ანიტა ჰიპერმა თქვა:
„სამწუხაროდ, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და აბსულუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის“.
დღეს, 23 იანვარს, ტროტუარზე დგომის გამო, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 5 მოქალაქეს, კიდევ ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
„ოცნების“ პარლამენტმა 10 დეკემბერს მიიღო და 12 დეკემბერს ძალაში შევიდა შეკრება-მანიფესტაციების კანონსა და ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები, რომლითაც საფეხმავლო გზაზე პროტესტი შეიზღუდა.