შსს: მოქალაქემ ქუთაისში პოლიციის შენობას ესროლა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელმაც ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმართულებით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა და დააზიანა შენობის ფასადი და კარი. შსს-ს განცხადებით, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.