შსს-მ დააკავა 2 პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში დავით შარაშიძესთან ერთად 

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს ორი ადამიანი, რომლებსაც ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე დავით შარაშიძესთან ერთად.

დაკავებულები არიან 2006 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1997 წელს დაბადებული დ.ს. ისინი თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე
ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით (ჯგუუფური ძალადობა) მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 30 იანვარს უკვე ჩატარდა დავით შარაშიძის სასამართლო პროცესი – ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.