შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარა-თაღლითობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
„ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აცხადებს შსს.