„ოცნების“ პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
კომისია 14 წევრისგან დაკომპლექტდა.
- „ქართულ ოცნებას“ 7 წევრი ეყოლება;
- „საქართველოსთვის“ – 3 წევრი,
- „ხალხის ძალა“ – 3 წევრი
- „ევროპელი სოციალისტები“ – ერთი წევრი.
ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა წევრთა ვინაობაც:
„ქართული ოცნება“
- შოთა ბერეკაშვილი [თავმჯდომარე იქნება]
- ნინო წილოსანი
- მაია ბითაძე
- პაატა კვიჟინაძე
- ვახტანგ თურნავა
- ზაზა ლომინაძე
- გელა სამხარაული
„საქართველოსთვის“
- გიორგი შარაშიძე
- შალვა კერესელიძე
- ქეთევან ბაკარაძე
ხალხის ძალა
- გურამ მაჭარაშვილი
- დიმიტრი ხუნდაძე
- ეკა სეფაშვილი
ევროპელი სოციალისტები:
- ილია ინჯია
24 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოში სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
მან ისაუბრა იმაზე, რომ
საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, რასაც განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.
როგორც კობახიძემ თქვა, „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და სამართალდამცავ უწყებებს და პარლამენტს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.