„შევჯერდით იმაზე, რომ უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები, ვფიქრობ ამას აუცილებლად უნდა მივაბათ ცესკოს მთელი შემადგენლობის ცვლილება“,- განაცხადა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გაერთაინებული შეხვედრის შემდგომ გრიგოლ ვაშაძემ.
„სიმართლე გითხრათ გაცილებით უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ველოდებოდი, მაგრამ რას იზამ კომპრომისი, კომპრომისია“,- განაცხადა ვაშაძემ. შეხვედრის დასრულების შემდგომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმების შესახებ კონკრეტულად პარლამენტის წინ 20 საათზე განაცხადებენ.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას
14 ნოემბერი, 2019
კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.