შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტაქსის მძღოლმა, გორის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე მოზარდზე სექსუალურად იძალადა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა მ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.