საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

პუბლიკა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა, – გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

პირველ ინსტანციაში საბა ჯიქიას განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოუტანა – მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


საბა ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. პროკურატურის პოზიციით, მან გდდ-ის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში.

საქმეში „დაზარალებული“ გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილია, რომელიც თავადაც ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.

ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ის 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს.