საქართველო მეორე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით.
საიმიგრაციო კანონების აღსრულების შესახებ მონაცემები ევროსტატმა გამოაქვეყნა.
მონაცემების თანახმად, 2025 წელს, მესამე ქვეყნის 132 600 მოქალაქეს ეთქვა უარი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე მის საგარეო საზღვრებზე, რაც 2024 წელთან შედარებით (123 835) 7.1%-იან ზრდას ნიშნავს.
ევროსტატი წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფი პირების რაოდენობა 21.7%-ით შემცირდა – 2025 წელს ასეთი 719 395 ადამიანი აღირიცხა.
მონაცემების თანახმად, 2025 წელს მესამე ქვეყნის 491 950 მოქალაქის მიმართ გაიცა ქვეყნის დატოვების ბრძანება, რაც 2024 წელთან შედარებით (464 985) 5.8%-იანი ზრდაა.
ასევე, მესამე ქვეყნებში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა.
ქვეყნის დატოვების ბრძანების საფუძველზე მესამე ქვეყანაში (არაევროკავშირის წევრ ქვეყანაში) 135 460 პირი დაბრუნდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან (112 040) შედარებით 20.9%-ით მეტია.
მესამე ქვეყნებში დაბრუნებული პირების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიაში იყო (29 295), მას მოსდევს საფრანგეთი (14 940) და შვედეთი (11 250).
მესამე ქვეყნებში დაბრუნებულ მოქალაქეებს შორის ყველაზე მეტი იყო:
- თურქეთში (13 405)
- საქართველოში (10 475)
- სირიაში (8 370)
- ალბანეთში (8 020).