პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა კაცს, რომელიც სენაკში ქალის მკვლელობის ბრალდებით ორ ივნისს დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, პირველ ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა მეგობარ ქალს ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 ივნისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.