კინოაკადემიის წევრები განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

საქართველოს კინოაკადემიის წევრთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს აწერს აკადემიის 60 წევრი.

კინემატოგრაფისტების განცხადებით, ორგანიზაციის გამგეობამ და მიმღებმა კომისიამ არაერთ კვალიფიციურ პროფესიონალს წევრობაზე უარი უთხრა არა პროფესიული, არამედ პირადი დამოკიდებულებებისა და პოლიტიკური შეხედულებების მოტივით.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ უარყოფილი კანდიდატები წლებია აქტიურად მონაწილეობენ თანამედროვე ქართული კინოს შექმნაში და სრულად აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. მათი შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ორგანიზაციის დებულებას და პირდაპირ აზიანებს კინოაკადემიის პროფესიულ ავტორიტეტს.

„განცხადების ავტორები კინოაკადემიის ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ:

● არაპროფესიული მოტივებით უარყოფილი კანდიდატების განაცხადების დაუყოვნებლივ, ობიექტურ და ხელახალ გადახედვას;

● შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ გამჭვირვალობის, თანასწორობისა და დადგენილი პროფესიული სტანდარტების საფუძველზე.

განცხადების სრული ტექსტი

ჩვენ, საქართველოს კინოაკადემიის წევრები, კატეგორიულად ვგმობთ ჩვენი კოლეგების მიმართ დისკრიმინაციულ და უსამართლო დამოკიდებულებას.

ბოლო პერიოდში კინოაკადემიაში გაწევრიანების მიზნით არაერთმა ახალგაზრდა თუ ღვაწლმოსილმა პროფესიონალმა კინემატოგრაფისტმა შეიტანა განაცხადი.

საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობენ თანამედროვე ქართული კინოს შექმნაში, წარმოადგენენ ქართულ კინოს საერთაშორისო სივრცეში და აკმაყოფილებენ აკადემიის წევრობისთვის დადგენილ პროფესიულ კრიტერიუმებს.

მიუხედავად ამისა, მათი წევრობის საკითხი უარყოფითად გადაწყდა. კერძოდ, უარი ეთქვათ შემდეგ კანდიდატებს: ირინე ჟორდანია, შალვა სოყურაშვილი, თეკლა მაჭავარიანი, ლევან აბდუშელიშვილი, მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი, ვანო ბურდული, კეკო/ეკატერინე ჭელიძე, გიგა ლიკლიკაძე, ირინა გელაშვილი, უტა ბერია, თეა გაბიძაშვილი, ქეთევან ყიფიანი, კოტე ჩლაიძე, ანა კვიჭიძე, ვიგენ ვართანოვი, ანა ბარჯაძე, ანა ლომიძე, მარადია ცაავა, ნუცა წიქარიძე

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ გამგეობის სხდომაზე , რომელსაც კინოაკადემიის მიმღები კომისიისა და აკადემიის წევრებიც ესწრებოდნენ, ამ გადაწყვეტილებების მიზეზად დასახელდა არა პროფესიული გარემოებები, არამედ პირადი დამოკიდებულებები და ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები.

კინოაკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გაერთანება, აკადემიის გაფართოების და ახალი წევრების მიღების საკითხი უნდა წყდებოდეს არა პირადი სიმპათიის, წყენის ან პოლიტიკური გემოვნების, არამედ მხოლოდ პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე.

როგორც პროფესიული გაერთიანება, ორგანიზაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საკუთარი დებულებით, პროფესიული სტანდარტებითა და თანასწორობის პრინციპით.

მიგვაჩნია, რომ აკადემიის განვითარება და მისი პროფესიული ავტორიტეტი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილად წარმოადგენს იგი ქართულ კინოს.

შეუძლებელია ძლიერი და წარმომადგენლობითი კინოაკადემიის არსებობა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ქართულ კინოს და აკმაყოფილებენ წევრობისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

შესაბამისად, მოვითხოვთ იმ კანდიდატების განაცხადების სამართლიან და ობიექტურ გადახედვას, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება მიღებული იქნა არაპროფესიული მოტივებით, და იმ პროფესიონალების კინოაკადემიაში მიღებას, რომლებიც აკმაყოფილებენ წევრობისთვის აუცილებელ ყველა კრიტერიუმს.

მოვუწოდებთ კინოაკადემიის ხელმძღვანელობასა და შესაბამის ორგანოებს, მიიღონ გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ, სამართლიანად და მხოლოდ პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე. კინოაკადემია უნდა აერთიანებდეს ქართულ კინოს და არა ყოფდეს მას.

1. მარიამ ჭაჭია

2. თამარ შავგულიძე

3. გიორგი შველიძე

4. ნინო მხეიძე

5. მირანდა ნამიჭეიშვილი

6. ლანა ღოღობერიძე

7. ნუცა ალექსი-მესხიშვილი

8. თინა ლაღიძე

9. თორნიკე ბზიავა

10. ქეთი დოლიძე

11. ლელა ოჩიაური

12. ნინო ახვლედიანი

13. ქეთი ჯაფარიძე

14. დიანა მაღლაკელიძე

15. არჩილ ახვლედიანი

16. შორენა თევზაძე

17. გაგა ჩხეიძე

18. თეო ხატიაშვილი

19. ეკატერინე კონტრიძე

20. ლევან შუბაშვილი

21. მანანა ლეკბორაშვილი

22. ვაჟა ზუბაშვილი

23. დავით ჯანელიძე

24. ოთარ ლითანიშვილი

25. ეკა მაღალაშვილი

26. ირაკლი სოლომანაშვილი

27. დიტო ცინცაძე

28. ალექსანდრე კობერიძე

29. გიორგი ვარსიმაშვილი

30. ილო ღლონტი

31. ლევან ღლონტი

32. ლევან კიტია

33. რუსუდან პირველი

34. ნოდარ ბეგიაშვილი

35. ნანა ჯორჯაძე

36. დავით ნაცვლიშვილი

37. ირაკლი მახარაძე

38. გიორგი ნაკაშიძე

39. ანა ძიაფშიპა

40. გოგა დევდარიანი

41. ალექსანდრე ქორიძე

42. გივი-ბესო ოდიშარია

43. თემო ცავა

44. სალომე ჯაში

45. გიორგი თავართქილაძე

46. ილია ფარსადანიშვილი

47. ეკა ანდრონიკაშვილი

48. გია ლაფაური

49. მაია ლევანიძე

50. თემურ არჯევანიძე

51. რუსუდან კვარაცხელია

52. ნანა დოლიძე

53. ამირან დოლიძე

54. მარინა კერესელიძე

55. ია საკანდელიძე

56. მედეა ბაქრაძე

57. ნათია რაჭველიშვილი

58. კახა კიკაბიძე

59. მიხეილ მესხი

60. დათო ტურაშვილი

 

კინოაკადემიიის დირექტორის პოზიცია 

„პუბლიკა“ პასუხისთვის დაუკავშირდა კინოაკადემიის ხელმძღვანელს, ნიკა აბრამიშვილს.

მისი თქმით, კინოაკადემიის წევრობაზე შესული იყო 72 განცხადება, რომელთაგანაც 45 დაკმაყოფილდა, 27 პირს კი უარი ეთქვა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, 17 ადამიანმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება გამგეობაში.

გამგეობამ იმსჯელა და 8 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, ძალაში დატოვა მიმღები კომისიის გადაწყვეტილება. კრიტერიუმები კომისიის კომპეტენციაა. ეს კერძო ორგანიზაციაა. თავისი შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას. პოლიტიკური ნიშანი გამორიცხულია. ყველაზე აქტიური პოლიტიკური აქტივისტებიც კი მიიღეს, რომლებიც მკვეთრად ოპოზიციურები არიან, ათეულობით ეგეთი იქნა მიღებული, მაგრამ უარი ეთქვა 27 პირს“.

შეკითხვაზე, პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ წევრობაზე, განემარტათ თუ არა მიზეზი და უარის შესახებ გადაწყვეტილებაში თუ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა განმცხადებელმა – „კომისიას ფორმალური კრიტერიუმების მითითების ვალდებულება არ გააჩნია. ეს არის კერძო ორგანიზაცია. ეს ამ ადამიანების მიერ შექმნილი, მოტანილი ორგანიზაცია, ვინც არის გამგეობაში და შესაბამისად ეს მათი გადაწყვეტილებაა.“

მისი თქმით, კენჭისყრის ოქმი საჯარო არ არის, რადგან „ჩვენ არ ვართ სახელმწიფო ორგანიზაცია. ეს არის კერძო ორგანიზაცია. შესაბამისად, საჯარო ჩვენთან არაფერი არ არის.“ – განაცხადა აბრამიშვილმა.