„პუბლიკის” ფოტორეპორტიორის პარლამენტში დაშვებისთვის ერთჯერადი აკრედიტაციაც არ გასცეს.
პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2026 წლის 16 ივნისს გაგზავნილ შესაბამის განაცხადში „პუბლიკა“ მოითხოვდა ფოტორეპორტიორ მინდია გაბაძისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემას 22-26 ივნისის პერიოდში, რათა მას პარლამენტში ირაკლი კობახიძის ანგარიშის წარდგენის გაშუქება შეძლებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ განცხადების შეტანიდან 10 დღე გავიდა, მედიას ოფიციალური პასუხი არ მიუღია.
დღეს, 26 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის წარმომადგენელმა, ნინი შავგულიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ განცხადება, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა.
მისივე თქმით, ხუთი დღის განმავლობაში პასუხის მიუღებლობა უარად მიიჩნევა.
„ხუთი დღის განმავლობაში თუ პასუხი არ მიგიღიათ, ავტომატურად უნდა მიიჩნიოთ, რომ უარია. აკრედიტაციის წესში არ არის პასუხის დასაბუთების ვალდებულება, შესაბამისად…“, – თქვა ნინი შავგულიძემ.
ერთი თვით ადრე, 21 მაისს, „პუბლიკის“ 4 რეპორტიორს, მათ შორის მინდია გაბაძეს, პარლამენტმა ერთწლიანი აკრედიტაციაც გაუუქმა. მაშინ მიზეზად ის დასახელდა, რომ ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „პუბლიკის“ აკრედიტებული ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში არ მისულან.