საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში ტურისტების და მათ მიერ დახარჯული ფულის რაოდენობა შემცირდა.
საქსტატი წერს, რომ 2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე იყო საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 4.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამ რიცხვიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაა 1.5 მილიონი, რაც 4.5%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის თანახმად, 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონი იყო, რაც 5.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის თანახმად, 2026 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 328.9 ათასი ადამიანი შემოვიდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 25.1%-ს შეადგენდა.
მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.9%-ით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-ით.
ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო რუსეთის (380.1 ათასი), თურქეთისა (287.0 ათასი) და სომხეთის (199.6 ათასი) მოქალაქე.
ვიზიტორების უმრავლესობა (45.6%) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 42.9% შეადგენდა.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში – 875.5 ათასი და 621.3 ათასი ვიზიტი.
2026 წლის II კვარტალში ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 9.2%-ით შემცირდა და 1 922.1 ლარი შეადგინა.