დიმიტრი სამხარაძის მამას 4 ქალაქში სოლო კონცერტისთვის ჯამში - 164 750 ლარს გადაუხდიან

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, დიმიტრი სამხარაძის მამა, მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძე სხვადასხვა ქალაქში კონცერტების ბიუჯეტიდან ჯამში 164 750 ლარს მიიღებს.

მასთან უკვე გაფორმდა 3 ხელშეკრულება – ჯამურად 133 500 ლარის ღირებულების.

  • 4 მაისს მან სოლო კონცერტი გამართა ქუთაისში – ანაზღაურება 58 500 ლარი.

 

  • 29 მაისს მან კონცერტი გამართა ხარაგაულში – ანაზღაურება 20 000 ლარი.

  • 22 სექტემბერს წყალტუბოში – ანაზღაურება 55 000 ლარი.

ამას გარდა 26 სექტემბერს კონცერტი იგეგმება ჭიათურაში. მას ამ ქალაქში კონცერტისთვის 31 250 ლარს გადაუხდიან.

მისი მომსახურების შესყიდვა ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში ხდება.