დღეს, 8 ოქტომბერს ვარშავაში ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციის მეოთხე დღე ეუთოს თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა საქართველოს შესახებ საუბრით გახსნა.
კერძოდ, ის გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, რომლებიც ეუთოს ამ კონფერენციაში მონაწილეობენ.
კონფერენციის ფარგლებში „საფარის“ დამფუძელმა ბაია პატარაიამ საიასთან ერთად 6 ოქტომბერს წარადგინა კვლევა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევა წარადგინეს. წინა დღეს, 5 ოქტომბერს საქართველოს წარმომადგენლის, ვეკა მოდებაძის სიტყვის გამოსვლის პარალელურად ბაია პატარაიამ დარბაზში გაშალა ბანერი წარწერით: „გაათავისუფლეთ ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი“.
7 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილმა თქვა:
„მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, ვინ მისცა ფული საია-ს და ბაია პატარაიას – როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს“.
თანათავმჯდომარების წარმომადგენელი პაპუაშვილს გამოეხმაურა:
„ისეთი პლატფორმის უზრუნველყოფა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონაწილეობა და თანამშრომლობა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებთან და აღმასრულებელ სტრუქტურებთან, ეუთო-ს საკვანძო ღირებულებაა. მათ უნდა შეეძლოთ ამის გაკეთება უარყოფითი შედეგების გარეშე. ეს აუცილებელია ეუთო-ს ინსტრუმენტების ფუნქციონირებისთვის.
ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ გაკეთებული კომენტარებით ამ კონფერენციაში მათი მონაწილეობის გამო, ასევე იმ უფლებადამცველების ცნობებით, რომლებიც ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციას ესწრებიან. გვსურს, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ეუთო-ს ღონისძიებებში უსაფრთხო მონაწილეობის მნიშვნელობას შურისძიების საფრთხის გარეშე“.
30 სექტემბერს გამოცემა Rapporteur-მა გაავრცელა ინფორმაცია, საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან.