2024 წელს მიმდინარე აქციების დროს დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა თავისუფლების 2-წლიანი აღკვეთის შემდგეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
გიგაური 2024 წლის 24 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. მას პოლიციელ ვახტანგ გაბუნიასთვის ხელის დარტყმას ედავებოდნენ.
დაცვის მხარე ამბობდა, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა ამავე პოლიციელის მხრიდან ძალადობა – სახეში დარტყმა – გიგაურის თქმით, სანამ ის ხელს მოიქნევდა, მანამდე პოლიციელმა თავად დაარტყა ხელი.
დაცვის მხარის პოზიციით, გიგაური მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პირობებში.
სასამართლომ გიგაურს ბრალდება „პოლიციელზე თავდასხმა“ გადაუკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რაც გულისხმობს – პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიგაურმა პენიტენციური დაწესებულება მისჯილი სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ დატოვა.
„პუბლიკა“ გთავაზობთ ანატოლი გიგაურის საქმეზე მომზადებულ მასალებს სასამართლოდან:
- საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება, სადაც ასახულია თუ რა უძღოდა წინ პოლიციელთან დაკავშირებულ ინციდენტს (პოლიციელ გვანცა ხვიჩიას დაკითხვა) | ვიდეო;
- საქმეში დაზარალებულად ცნობილ პოლიციელ ვახტანგ გაბუნიას ჩვენება | ვიდეო;
- მოწმე პოლიციელის ვახტანგ დაბრუნდაშვილის დაკითხვა | ვიდეო;
- მოწმე პოლიციელი თევდორე გიორგაშვილის ჩვენება | ვიდეო;
- ანატოლი გიგაური მის მიმართ ძალადობის ეპიზოდებზე |ბმული 1; ბმული 2;
- დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა | ბმული;
- ანატოლი გიგაური მოსამართლეს | ბმული;
- ადვოკატის დასკვნითი სიტყვა | ბმული;
- ადვოკატი ანატოლი გიგაურზე | ბმული;
- ანატოლი გიგაურის დასკვნითი სიტყვა | ბმული;
- ანატოლი გიგაურის საბოლოო სიტყვა | ბმული.