საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-მ გამოსცა ბრძანება N174, რომლის მიხედვითაც, 11 ნოემბრიდან საპატრიარქოში შეიქმნა მცხეთა-თბილისის ეპარქიალური მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც აღნიშნულ ეპარქიასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ილია II თავად არის მცხეთ-თბილისის ეპისკოპოსი.
საბჭოს შემადგენლობა შემდეგი წევრებით განისაზღვრა:
შიო მუჯირი – ქორეპისკოპოსი, საპატრიარქო ტახის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი.
თეოდორე ჭუაძე – ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი.
მიქაელ ბოტკოველი – პატრიარქის მდივანი, დეკანოზი.
ანდრია ჯაღმაიძე – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი.
ლონგინოზ სუარიშვილი – თბილისისი სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი.