COVID-19 | რომელ დღეს რამდენი შემთხვევა გვაქვს - ბოლო ორი კვირის სტატისტიკა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსის ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით ექიმები დამაიმედებელი განცხადებებით გამოდიან.

ბოლო განცხადებაში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა თქვა, რომ: „ბოლო პერიოდში, არა მხოლოდ ჩვენს კლინიკაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა ინფიცირებულთა გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რაოდენობა გაიზარდა“.

სამთავრობო ვებგვერდ stopcov.ge-ზე მხოლოდ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სურათია მოცემული, რომელიც ყოველდღიურად ახლდება, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ბოლო ორი კვირის მონაცემების დინამიკა შემოგთავაზოთ – რომელ დღეს ინფიცირების რამდენი დადასტურებული შემთხვევა ემატება.

6 მაისი:

6 შემთხვევა

5 მაისი:

11 შემთხვევა

4 მაისი:

4  შემთხვევა

3 მაისი:

7 შემთხვევა

2 მაისი:

16 შემთხვევა

1 მაისი:

27 შემთხვევა

30 აპრილი:

22 შემთხვევა

29 აპრილი:

6 შემთხვევა

 28 აპრილი:

14 შემთხვევა

27  აპრილი:

11 შემთხვევა

26 აპრილი:

30 შემთხვევა

25 აპრილი

12 შემთხვევა

24 აპრილი:

19 შემთხვევა

23 აპრილი:

9 შემთხვევა

ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 610
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 269
  • გარდაცვლილი – 9
  • კარანტინის რეჟიმში – 5133
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 523
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3