კვორუმის არარსებობის გამო კომიტეტის სხდომა ვერ დაიწყო

პუბლიკა

კვორუმის არარსებობის გამო, კომიტეტის სხდომა ვერ დაიწყო, – ამის შესახებ „პუბლიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატში განუცხადეს. კომიტეტის სხდომა 12 საათზე იყო ჩანიშნული.

„გუშინ შეგვეძლო, გადაგვედო, მაგრამ არ გადავდეთ. არ მოვიდა ხალხი, იმიტომ, რომ არ შემოუშვეს. „ბიუჯეტია მისაღები. გზის მშენებლობისთვის, რატიფიცირებისთვის გვაქვს ხელშეკრულებები განსახილველი…“, – აცხადებენ აპარატში.

დილიდან პარლამენტში მისულმა სამმა დეპუტატმა რევაზ არველაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მერაბ ქვარაიამ შენობაში შესვლა ვერ შეძლეს და უკან გაბრუნდნენ.

„მონა, მონა“, – ამ შეძახილებითა და სასტვენებით დახვდნენ აქციის მონაწილეები პარლამენტის წევრებს.