ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მიმდევრებმა „იმედის“ ჟურნალისტებს სცემეს - TV „იმედი“

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მრევლი მათ გადასაღებად მისულ „იმედის კვირის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა.

დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, „იმედს“  ბერი ნიკოლოზის მიმდევრებმა უთხრეს, რომ არ სურდათ მათთვის გადაეღოთ, თან ლოცვაში ხელი შეეშალათ და ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.