პარტია „ევროპული საქართველო” რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების „დაბოქლომების“ აქციას ატარებს. აქცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში თითქმის ერთდროულად დაიწყო.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. პარტიის წარმომადგებლები აცხადებენ, რომ პოლიცია და დაცვის სამსახურის თანამშრომლები მათ აქციის ჩატარებაში ხელს უშლიან.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები განმარტავენ, ეს არის სიმბოლური აქცია, რომელიც ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობის დასრულებისკენაა მიმართული.
აქციების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა პარტიის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
როგორც პარტიის ოფიციალურ ფეისბუქვერდზეა აღნიშნული, „დაბოქლომების” აქცია დილიდან მიმდინარეობს ოზურგეთში, ახალციხეში, ხაშურში, რუსთავში, თელავში, წალენჯიხაში, ცხოროწყუში, ლაგოდეხში, თბილისის სხვადასხვა უბანში და ა.შ.