შსს-ს ინფორმაციით, მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერების, ამავე პარტიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ურთიერთდაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს.
„პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა“, – ამბობენ შსს-ში.