„დროა, სრულიად საქართველომ გაიგოს, რა უბედურებაშია დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი“ – ამის შესახებ იღუმენია თამარ გამყრელიძე წერს facebook-ზე.
მისი თქმით, პეტრე ცაავას ბრძოლა საპატრიარქოში „მამათმავლობის“ წინააღმდეგ დასრულდა მისი დასჯით.
„მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მეუფე პეტრეს დასჯით და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები. ძნელია, ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა… ახლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა“ – წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე.
დღეს სინოდის დასრულების შემდეგ საპატრიარქო პირველმა დატოვა პეტრე ცაავამ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მისივე თქმით, „მიზეზი საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის მხილებაა“.
„პუბლიკა“ ემიჯნება სიძულვილის ენას.