საქართველოს განათლების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსა და მინისტრის მოადგილეს შორის.
განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, სახელმწიფო მუშაობს გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ვირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში, გარკვეულ შეღავათებსა და დახმარებას გაითვალისწინებს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ვერ გამოკვეთა მიზნობრივად რომელი ჯგუფი იყო წარმოდგენილი. ჩვენ შვხვდით მათ წამომადგენლებს და ჩავნიშნეთ შემდეგი შეხვედრა, სადაც ისინი განსაზღვრავენ, თუ რომელ ჯგუფზეა საუბარი და რა საჭიროებები აქვთ მათ.
რასაკვირველია, შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ექნება ყველა სტუდენტს, ჩვენ ვიმუშავებთ გადავადების სქემებზე უნივერსიტეტებთან და ისინი დაშვებულები იქნებიან, მაგრამ აქვე შევთანხმდეთ, რომ მთავარი არის აკადემიური მოსწრება და ჩვენ უმაღლესი განათლების ხარისხზე ვზრუნავთ.
ყველა სტუდენტმა, იმ პასუხისმგებლობასთან ერთად, რომ მან მოიპოვოს სწავლის საფასური, უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა, შეასრულოს ყველა კრედიტი, ისწავლოს ყველა იმ მოცემულობაში, რომელიც მას აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში. სწავლას გააგრძლებს ყველა ის სტუდენტი, რომელსაც დღეს რეგულაციებით ამის უფლება ეძლევა. არანაირი წინასწარი სტატუსით შეჩერება, რასაკვირველია, არ მოხდება“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.