ტიკარაძის თქმით, ონკოპაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

პუბლიკა

მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განცხადა, რომ მთავრობა ონკოპაციენტებისთვის დაფინანსების გაზრდას გეგმავს. მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პაციენტების დაფინანსება გახარიას თქმით 8000 ლარით გაიზრდება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ონკოპაციენტების დაფინანსების გაზრდის ინიციატივაზე მედიასთან ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წელს შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიიღეს.

„დღესდღეობით საქართველოში 38 ათასზე მეტი ონკოპაციენტზე მეტი ფიქსირდება, რომელიც ებრძვის  მძიმე სენს. 2019 წლის ნოემბერში გაფართოებული ჯგუფი შევქმენით, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ექპერტები, საერთაშორისო ექსპერტები და პაციენტთა ჯგუფები. ამ ფორმატში შევიმუშავეთ ცვლილებება, რომელსაც დღეს ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ცვლილება ეხება იმ პრეპარატებს, რომელიც ეფექტიანი გამოსვლებით ხასიათდებიან. სწორედ მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღემდე ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი ფინანსდებოდა და ხშირი იყო შემთხვევები, როცა პაციენტებს საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მოქალაქეები დავაფინანსოთ და პრეპარატების ახალი თაობა გახდეს ხელმისაწვდომი მათთვის.“ – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.