საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე – მამუკა მდინარაძე

პუბლიკა

პარლამენტში ბიუროს სხდომის დაწყებამდე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ჩვენ ვნახეთ, წინა შემთხვევაში, სხვადასხვა საგნები, ქვიშის ტომრები, კასრები, ხის ნაჭრები და ა.შ. რისთვის გამოიყენეს დემონსტრანტებმა. იყო მცდელობა პარლამენტის ბლოკირების, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და პოლიცია მიმართავდა დანაშაულის პრევენციას. საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ცდილობს, ვიღაცამ დანაშაული ბოლომდე მიიყვანოს და შემდეგ ამაზე რეაგირება მოახდინოს. ამ ფორმებით რეაგირება არ არის ჩვენი სტილი, მაგრამ მეორე მხრივ პოლიცია ვალდებულია, მოახდინოს დანაშაულის პრევენცია“. – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ანტისამთავრობო აქციები სპეცრაზმა გუშინ უკვე მეორედ დაშალა, წყლის ჭავლის გამოყენებით. 18 ნოემებრის აქციაზე 37 პირი დააკვეს, გუშინ გამართული აქციის დაშლის დროს კი – 28 პირი.  დაშლის დროს დაშავდა 4 ადამიანი. აქციები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდების გამო დაიწყო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისგან ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის მიღებას და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნას მოითხოვს.