„ევროპულმა საქართველომ“ მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოიგო

პუბლიკა

„ევროპულმა საქართველომ“ მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოიგო. ამის შესახებ „პუბლიკას“ სერგი კაპანაძემ დაუდასტურა.

„აბსურდი და სისულელე იყო რასაც მედავებოდნენ. როგორც ჩანს ეს არის რაღაც გაფრთხილება თუ, არ ვიცი რა ჰქვია ამას… უცნაური, უკბილო , უაზრო მუქარა სუს-ის მხრიდან იმიტომ, რომ ეს ადამიანი, ვინც ეს სარჩელი შემოიტანა აშკარად სუს-ის პროვოკატორია“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, ამ სარჩელს საერთოდ არანაირი ეფექტი არ ექნება „ევროპული საქართველოს“ საქმიანობაზე:

„ნულოვანი ეფექტი ექნება ჩვენს საქმიანობაზე იმიტომ, რომ ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა და ის ცვლილებები, რაც ხალხს უნდა, მოვიპოვოთ. და ამნაირი პატარა „ეშმაკობები“ და არ ვიცი ამას რა ჰქვია, არანაირ გავლენას ჩვენს საქმიანობაზე არ მოახდენს“ – აღნიშნა კაპანაძემ.