რა თქმა უნდა არაფერი დრამატული არ მომხდარა - ივანიშვილი პროპორციულის ჩაგდებაზე

პუბლიკა

„რომ შევაფასოთ ზოგადად, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები ამ პროცესს. თუ პრაგმატულად შევაფასებთ, ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა, მაგრამ არაფერი დრამატული არ მომხდარა და მით უფრო ისეთი არაფერი მომხდარა რომ გამოდიან ქუჩაში ეს ოპოზიცია. ეს სისტემა დემოკრატიულობით არ განსხვავდება პროპორციული სისტემისგან”, – ასე შეაფასა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდება პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე დაპირება „ქართული ოცნების” მხრიდან გამოვლენილი კეთილი ნება იყო, რომლითაც ჩააქრეს „გავრილოვის ღამის” შემდეგ განვითარებული რთული მდგომარეობა.

„სამწუხაროა, რომ დაპირება ვერ შევასრულეთ. დაზიანდა გუნდი, მე ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს, არა მარტო მე, არამედ ყველა ადამიანი და პასუხისმგებელი პოლიტიკოსი განიცდის როცა ამბობს და ვერ აკეთებს. თუმცა ამის იქეთ არის მიზეზი თუ რატომ მოხდა ეს? ხშირად ვუყურებ გადაცემებს და ეკითხებიან მაჟორიტარებს რატომ მიეცი ხუთი თვის წინ და ახლა რატომ თქვი უარი. პასუხი სხვადასხვაა. მეც ჩემი ინტერპრეტაცია მაქვს. რა შეიცვალა? ზოგს ჰგონია, რომ ივანიშვილის დადგმული სპეკტაკლი იყო. რა მოხდა რეალურად, მარტივად გავიხსენოთ. 24-ში გავაკეთეთ განცხადება. ორ რამეს ითხოვნდნენ, პოლიცია დაესაჯათ და მეორე მოთხოვნა პროპორციული იყო. მეორე რაც რელევანტური იყო ის კეთილი ნებით გავაკეთეთ. 10 შეხვედრა ჩატარდა და ორჯერ მოვიდა მარტო „ერთიანი ნაციონალურაი მოძრაობა”. გუნდში შეიქმნა განწყობა, რომ ეს საზოგადოების მოთხოვნა იყო და ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გვერდზე რჩებოდა და მხოლოდ დარჩა „ნაციონალური მოძრაობა”. ნაცვლად იმისა, რომ გრძნობადობა ყოფილიყო იმაზე, რაც შევთავაზეთ, მივიღეთ აგრესია. ქუჩიდან არ გავიდნენ, გინება, ლანძღვა ამას თან სდევდა. განწყობა გუნდში იცვლებოდა და მიწევდა დაწყნარება – ეს რა გავაკეთეთ? ვისთვის გავაკეთებთ? რისთვის გავაკეთეთ?. ამ დროს სწორი ქმედები განვახორციელეთ და სამწუხარო რეალობაა, რომ ცუდსა და უარეს შორის გვიწევს არჩევა. ხიფათი დავინახე, რომ შეიძლება გუნდი დაშლილიყო და ამის მგავსი უბედურება მიგვეღო და პრიველი რაც გავაკეთეთ დავუშვით თავისუფალი კენჭისყრა. მე ვფიქრობ, რომ ენმ-ს უნდა, რომ გუნდი დაეშალათ და ან დაეშალათ ნაწილობრივ, მათ ეს აწყობდათ. როგორც ხედავ, ჩვენ დავზიანდით, გუნდი დაზიანდა და ბევრი ღირსეული წევრი გავიდა. რომ შევაფასოთ ზოგადად, რა თქმა უნდა არაფერი დრამატული არ მომხდარა. მე მძიმედ განვიცდი, განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები. თუ პრაგმატულად შევაფასებთ, ჩვენ ახალგაზრდა პარტია ვართ და შეიძლება ადრე მოგვივიდა, მაგრამ არაფერი დრამატული არ მომხდარა და მით უფრო ისეთი არაფერი მომხდარა, რომ გამოდიან ქუჩაში ეს ოპოზიცია. ეს სისტემა დემოკრატიულობით არ განსხვავდება პროპორციული სისტემისგან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.