ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა დარგში პროფესიონალების დეფიციტია, მათ შორის პოლიტიკაშიც საკადრო ნაკლოვანებაა. მისი თქმით, ქვეყანაში უმუშევრობა კი ისევ მას ბრალდება.
„არ არის ხალხიც, არ არის ფინანსებიც. ახლა ჩემგან ითხოვენ პასუხს – რატომ არის ხალხი უმუშევარიო. 7 წელი გავიდა და გადით ქუჩაში ნახეთ რამდენი გაჭირვებული ადამიანიაო – ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენ თუ ობიექტურ ანალიზს არ გავაკეთებთ და ამას ივანიშვილს დავაბრალებთ, მივიღებთ ახალ უბედურებას, ნახონ „ქართული ოცნების“ მართვის პერიოდში… (მე ეკონომიკურ კონფერენციებს ვატარებდი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ და არცერთი ოპოზიციონერი არ მოსულა, ერთხელ შემოიპარა გოცირიძე და რომ მივედი გაძვრა მეორე კარიდან), მოვიდნენ, არგუმენტირებულად გვასწავლონ რას ვაკეთებთ ან ვერ ვაკეთებთ როგორც საჭიროა და გვასწავლონ უკეთესი გზა, მაგრამ ასე არ ხდება, არგუმენტები არ აქვთ. ეკონომიკის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით პრინციპულად უკეთესი შედეგები გვაქვს“, – განაცხადა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში