IPSOS-ის კვლევით, 57%-ს უნდა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს - „მთავარი არხი“

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხი“ მისი დაკვეთით, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვყენებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კითხვაზე: გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს? – IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია:

  • მინდა – 57%
  • არ მინდა – 26%

შეიცვლება თუ არა ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების შემდეგ? – ამ შეკითხვაზე კი გამოკითხულთა 12 % ამბობს, რომ აუცილებლად შეიცვლება, 29%-ს მიაჩნია, რომ მაღალი ალბათობით, შეიცვლება. 28% ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, იგივე დარჩება, 17% კი ამბობს, რომ აუცილებლად იგივე დარჩება.