„ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ცნობილია

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. მან ასევე დაასახელა პარტიის 10 მაჟორიტარობის კანდიდატი:

ნაძალადევის ოლქი – შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციის საერთო კანდიდატი;

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები – ნიკა ვარდოშვილი 

რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები – მიხეილ ქუმსიშვილი

მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები – ალი ბადიროვი 

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები – თემურ წიკლაური 

სამცხე-ჯავახეთი – გიორგი ჩიტაური

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები – ბექა ნათელაშვილი

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები – სამსონ გუგავა

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – დავით მამალაძე

ბათუმი – ტარიელ კალანდარიშვილი

ქუთაისის მერობის კანდიდატი იქნება ირაკლი კიკვაძე;

აჭარის უმაღლესის საბჭოს არჩევნებზე სიას ზურაბ ლომია უხელმძღვანელებს; 

კასპის მერობის კანდიდატი იქნება – ოთარ ქოსაშვილი

ონის საკრებულოს წევრობის კანდიდატი იქნება მარიამ გოჩალეიშვილი, თელავში – თამარ მენაბდიშვილი; მანგლისში – თათია მაისურაძე;

„მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, მხარდაჭერა და ღმერთის ნება, რაც მთავარია. რის შემდეგ, მეორე დღეს ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, რეპრესირებული, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაშ მცხოვრები ადამიანი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.