33-ე გარდაცვლილი პაციენტი 55 წლის ქალია აჭარიდან, ჰქონდა თანმხლები დაავადებები - ენდელაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გუშინ გამოჯანმრთელდა 270 პაციენტი, მათი საერთო ჯამია 2324.

ქვეყანაში 3542 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 25 კრიტიკულია – 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი 7 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 314 შემთხვევა რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 225;
  • თბილისი – 35;
  • იმერეთი -22;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 18;
  • შიდა ქართლი – 9;
  • სამცხე-ჯავახეთი – 3;
  • გურია – 1;
  • ქვემო ქართლი – 1.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 33-ე გარდაცვლილი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.

„გახლავთ 55 წლის ქალბატონი მძიმე თანმხლები დაავადებებით: შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის და გულის ქრონიკული უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ენდელაძემ.