საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 41-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა.
ეს დღეს გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. დღესვე საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 41-ე გარდაცვლილი პაციენტი
82 წლის მამაკაცია. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის ინფორმაციით, მას COVID -19-თან ერთად, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება და ორმხრივი ტოტალური პნევმონია აღენიშნებოდა. პაციენტს გულის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
აჭარა – 241;
იმერეთი – 98;
თბილისი – 62;
სამეგრელო-ზემო სვანეთი -15;
სამცხე-ჯავახეთი – 9;
გურია – 7;
შიდა ქართლი – 7;
კახეთი – 2;
იმპორტირებული – 6.