გვაქვს გეგმა, როგორ შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანი უბრალოდ ბედნიერი იქნება რომ გაიღვიძებს - ინაშვილი

პუბლიკა

„ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ძალა, ჩვენ. პირველი ძალა არის „საქართველოს პარტიოტთა ალიანსი”, – ასე მიმართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.

„მე მინდა იცოდეთ, ჩვენ გვაქვს 900 ათასი აუდიოჩანაწერი, ეს უტყუარი მტკიცებულებაა… „ქართულ ოცნებას” 13% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას” 3%-ზე ნაკლები აქვს, ყველა დანარჩენს 1%-იც არ აქვს. შეკრიბონ ამდენი ხალხი, ვერ შეკრებენ. აი, ამიტომ გაერთიანდნენ და ჩვენ გვებრძვის ყველა. ყველა ერთად უნდა დავანგრიოთ… მოღალატეა „ქართული ოცნება”, ყველაფერს უღალატა, რაც დაგვპირდა. ისევ მიშა მოჰყავთ, რომელიც გაქცეულია უკრაინაში”, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

„არა – ტყუილს, არა – ხელისუფლების ჩანაცვლების ბოროტ გეგმას, არა – სიღატაკეს, არა – ჩატეხილ ხიდებს სოხუმსა და ცხინვალს შორის”, – ამბობს ირმა ინაშვილი.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც აქვს კონრეტული გეგმა, როგორი უნდა შევცვალოთ განათლების სისტემა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ ფასეულობებსა და ეროვნულ ღურებულებებს; როგორ უნდა შევქმნათ ქვეყანაში გარემო, როცა ადამიანი უბრალოდ ბედნიერი იქნება რომ გაიღვიძებს. და ჩვენ რას ვხედავთ დღეს, იღვიძებს ადამიანი და მას ფუნქცია არ აქვს, არ აქვს მიზანი, არ აქვს დანიშნულება, ჩვენ ვართ ძალა, რომელიც იზრუნებს ხალხზე”, – მიმართა აქციის მონაწილეებს ინაშვილმა.

ფოტო: „პატრიოტთა ალიანსი”