„რამდენს ბედავთ?”, „ვინ ჩემი ხუნდაძე ხარ!” ტრანსპარანტებით ხელში „ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო საზოგადოების წევრები დღეს მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებას აპროტესტებენ.
დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „გაბედეს” წევრები მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან საპროტესტო აქცია მართავდნენ. ისინი ხუნდაძეთან შეხვედრას ითხოვდნენ, მათ იქ ყოფნას კი ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეები აპროტესტებდნენ. მათ რიგებში იყო მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე, რომელიც აქციის მონაწილეებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა. აქციაზე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. დაპირისპირების შემდეგ დააკავეს 6 პირი, 4 „გაბედეს“ წევრი, ორი კი – „ქართული ოცნების”. დაპირისპირების შედეგად „გაბედეს” ორი წევრი ფიზიკურად დაშავდა.