ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში "ლელოს" შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პუბლიკა

“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ქუთაისში პარტია “ლელოს” შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებული პაატა კიკაბიძე ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფური დანაშაული.

შსს “პუბლიკას” განუცხადეს, რომ “ლელოს” შტაბის წევრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.  შსს ინფორმაციით, დაკავებული ჯერ არავინ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

https://www.facebook.com/ana.natsvlishvili.940/posts/10158914928387905