“რუსთავი 2-მა, თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში, ბრიტანული კომპანია Survation-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა შემდეგ ოლქებში ჩატარდა: დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი – ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი.
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კვლევის შედეგები შემდეგია:
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას. აცხადებს -78 %
ალბათ მივიღებ მონაწილეობას – 10%
50-50- 8%
და არ მივიღებ მონაწილეობს ამბობს – 4%
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?
გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება) – 55%
ანა დოლიძე (მოძრაობა ხალხისთვის) – 18%
ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) – 15%
ლევან სამუშია (ლელო) – 3%
დიმიტრი ლორთქიფანიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 3%
გედევან ფოფხაძე – (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) – 3%
არჩილ ბერიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 2%
და მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი – 1%
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?
ქართული ოცნება – 60%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 10%
გირჩი -7%
პატრიოტთა ალიანსი – 5%
ლელო – 4%
ლეიბორისტული პარტია – 4%
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 4%
ერთიანი საქართველო -3%
ევროპული საქართველო – 2%
და სხვა პარტიას ირჩევს – 1%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.