სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნებას“ ყოფილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ 60 000 ლარი შესწირა. ვიქტორ სანიკიძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-13 ნომერია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში 12 ოქტობრიდან პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შემოწირულობის სახით 1 222 200 ლარი მიიღო.