„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, გორში „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.
პარტიის ცნობით, ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის თქმით, პარტიის პლაკატებზე იყო
გადაკრული „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატები, ხოლო როდესაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ამ ფაქტის ამსახველ კადრებს იღებდნენ, ამ დროს რამდენიმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მიცვივდა მათთან და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„პროვოკაცია მოხდა სოფელ მეჯვრისხევის ახალუბანში, სადაც დაგვხდვა 6-მდე ადამიანი, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაცია და ჩხუბი და ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ერთი კვირის წინ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა იგივე პრობლემა. ეს შემთხევითობა არ არის, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მინდა მოვუწოდო პირველ რიგში მთავრობას, რომ გამოიძიონ თავიდან ბოლომდე ეს საქმე, რადგან არსებობს ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ვინ არიან ეს აქტივისტები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილმა.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.