დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 15 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 19857;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8666;
- მათ შორის გარდაცვლილი – 158;
- კარანტინის რეჟიმში – 6407;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2862;
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1420;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.