ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული – დეგნანი

პუბლიკა

„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

„საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება საპარლამენტო არჩევნების პერიოდზე, როდესაც მათი საქმე კიდევ უფრო გართულებულია კოვიდპანდემიის გამო“, –განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

კელი დეგნანის განმარტებით, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, საელჩო ხშირად იღებდა ინფორმაციას ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ.

„პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ“, – აღნიშნა ელჩმა.

ელჩმა დეგნანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდნენ ჟურნალისტებისადმი მოპყრობას ამ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში.