„არ მაინტერესებს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა“, – სააკაშვილი

პუბლიკა

„მე უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე სამჯერ ვთქვი უარი. საქართველოში, მით უმეტეს არ მაინტერესებს, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრობის თანამდებობა“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარზე“ განაცხადა.

„მე, მიხეილ სააკაშვილი ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არც ერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში. საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და უნდა მოვახერხოთ ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება. მე საერთოდ არ მაინტერესებს არც ერთი თანამდებობა. მე უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე ვთქვი სამჯერ უარი. საქართველოში, მით უმეტეს არ მაინტერესებს, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მაგრამ მე ჩემს ქვეყანაში, რომელიც მენატრება უზომოდ, რომელიც მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, უკვე თითქმის 8 წელია არ მიშვებს ვიღაც თავსგასული ოლიგარქი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.