Ipsos-ის ეგზიტპოლი: ხატია დეკანოიძე - 32%, კახი კახიშვილი - 35%

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დაკვეთით სოციოლოგიურმა კომპანია Ipsos-მა ეგზიტპოლები ჩაატარა. მან პროპორციულთან ერთად მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც დაითვალა.

20:00 საათის მონაცემებით, ისნის მაჟორიტარულ ოლქში შედეგები ასე გადანაწილდა:

ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 32%

კახი კახიშვილი– „ქართული ოცნება“ – 35%

გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 19%.


„მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS-მა ჩაატარა. „მთავარი არხის” ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს სახით გამოკითხულია 13 ათასი ადამიანი, ცდომილების ზღვარია +/- 3%.