ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის მოქალაქეები 2000 ლარით დაჯარიმდებიან.
„ჩვენ კანონმდებლობით უკვე გვაქვს განსაზღვრული სანქციები, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. მინდა აღვნიშნო, პირველ რიგში, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც დაწესებულია, კერძოდ, 2 000 ლარი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.