თბილისი - 743, იმერეთი - 301, ქვემო ქართლი - 123 | Covid-19-ის შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1738 ახალი შემთხვევის გადანაწილებაზე ისაუბრა.

სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა – 115, იმერეთი – 301, ქვემო ქართლი – 123, შიდა ქართლი – 100, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 107, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 12 941 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.


დღეს, 30 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 1494.