2 იანვარი | კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა, 44 გარდაცვლილი

პუბლიკა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 ტესტი და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 981 პირი, გარდაიცვალა 44 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა;
  • აჭარა – 20;
  • იმერეთი – 42;
  • ქვემო ქართლი – 17;
  • შიდა ქართლი – 7;
  • გურია – 4;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30;
  • კახეთი – 28;
  • მცხეთა-მთიანეთი – 6;
  • სამცხე-ჯავახეთი – 5;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი.