პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.


კადრებში, რომლებიც 4 იანვარს, პატრიარქის იუბილეს აღსანიშნავ მიღებაზეა გადაღებული, ჩანს, რომ საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე შორენა თეთრუაშვილიც იმყოფებოდა. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას პირბადე ეკეთა.


გუშინ ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალური ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

„შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი“, – ნათქვამი იყო განცხადებაში.