ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 238 086-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 529 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 718-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა,
- აჭარა – 107,
- იმერეთი – 363,
- ქვემო ქართლი – 150,
- შიდა ქართლი – 165,
- გურია – 36,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183,
- კახეთი – 131,
- მცხეთა-მთიანეთი – 62,
- სამცხე-ჯავახეთი – 38,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.