საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებას საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ 1 თებერვლამდე დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის თუნდაც ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება, საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება“, – განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით მას და მის გუნდს ყოველდღიური შეხვედრები აქვთ ეკონომიკური სფეროების წარმომადგენლებთან და მათთან შეთანხმებით მიიღებენ შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას.